Wednesday, April 13, 2011

1. Flexiphone
Flexiphone წარმოადგინა ბრიტანელმა დიზაინერმა ფილიპ პირსმა (Philip Pearce), კონცეპტის სახელია Flexiphone. ამ მოწყობილობის ყველაზე უმნიშვნელო შესაძლებლობა დრეკადი კორპუსია; მომხმარებელს ტელეფონისთვის ნებისმიერი ფორმის მიცემა შეუძლია მაქსიმალურად კომფორტული მუშაობისთვის. Flexiphone-ის მეორე ღირსება, უეჭველად განსაკუთრებული აკუმულატორია, რომელიც კომპანიის NEC მიერაა შექმნილი. ეს «ორგანული ბატარეა» პრაქტიკულად მყისიერად იტენება, პროცესი სულ რაღაც 30 წამს გრძელდება. ტელეფონის მესამე ღირსება კი დამცავი დაფარვაა. ეს არ არის დღეისათვის მოდური Gorilla Glass, არამედ ნამდვილი გრაფენი, რომლის თვისებები აქამდე ბოლომდე არ არის შესწავლილი. ყველაფერ ამასთან ერთად, ტელეფონი წყალგაუმტარ კორპუსშია მოთავსებული; გათვალისწინებული აგრეთვე გარე მისაერთებელი მოდულები კლავიატურა და დინამიკი. რაც შეეხება Flexiphone-ის პროგრამულ პლატფორმას, მის შესახებ ავტორი დუმილს ამჯობინებს, მაგრამ ეკრანზე ჩვენ ვხედავთ იკონკებს Internet Explorer, Gmail და iPod.



2. ადამიანის ასაკის განმსაზღვრელი ბრელოკი
მოგეხსენებათ იაპონელები ცნობილნი არიან ახალი ტექნოლოიების გამოგონებით ამჯერად მათ შექმნეს “ბრელოკი, რომლის დანიშნულებაც ადამიანის ასაკის განსაზღვრაა. მოქმედების პირნციპი მარტივია – მსმენელს ყურთსასმენით მაღალი სიხშირის ხმა მიეწოდება, რომელიც კოღოს წუილს ჰგავს. ხმის ინტენსიობის მიხედვით და ადრესატის მისი გაგების შესაძლებლობის მიხედვით დაახლოებითი ასაკი გამოითვლება. რაც უფრო დიდია ადამიანი – მით ნაკლები ესმის.
3.  ე.წ. “მოსიარულე ფეხები” :D (სახელი არ ვიცოდი და მე შევარქვი :D )
სიარული გეზარებათ ? მაგრამ საქმეები ბევრია და სასიარულოც ბევრი გაქვთ? გამოსავალი უკვე მოიძებნა ავტომანქანების მწარმოებელმა კომპანია “ჰონდა”-მ შექმნა სპეაციალური დამხმარე რობოტი რომელიც ადამინას დაეხმარება სიარულში და სიარულის დაღლას მოუხსნის… მას უკვე შეგვილია ვუწოდოთ ფეხების მომავალი ალტერნატივა… ჟურნალისტი რომელმაც მოირგო ეს რობოტი ამბობს რომ როდესაც გავიკეთე ეს რობოტი თავი სულელი მეგონა ეს რა სათამაშო არისო და ვიცინოდიო მაგრამ როდესაც ჩამოვედი რობოტიდან ეფექტი დიდი ქონდა და იგრძნო განსხვავება. პირველ ეტაპზე ეს რობოტი დამზადდება სიარულს უნარ შეზღუდული ან იმ ადამიანებისთვის ვისაც უჭირს სიარული.
ამჯერად სულ ეს იყო.. მომავალში კიდებ შემოგთავაზებთ სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებს
კომპიუტერი (ინგლ. computer) ინგლისური სიტყვაა და გამომთვლელს ნიშნავს. ეს არის ელექტრონული გამომთვლელი მანქანა, რომლის ძირითადი დანიშნულება ინფორმაციის სწრაფად დამუშავებაა; კომპიუტერი, ისევე როგორც ნებისმიერი მანქანა, ადამიანის ნება-სურვილს, ბრძანებას ემორჩილება. კერძოდ, იგი მუშაობს ადამინაის მიერ წინასწარ შედგენილი პროგრამის მიხედვით. დამუშავებული ინფორმაცია მრავალი სახის შეიძლება იყოს — რიცხვები, ტექსტი, გამოსახულება ან ხმა.
კომპიუტერის დანიშნულება საკმაოდ მრავალმხრივი შეიძლება იყოს. ფაქტობრივად, ესენია უნივერსალური ინფორმაციის გადამმუშავებელი მანქანები. თანამედროვე ელექტრონულ კომპიუტერებს ინფორმაციის გადამუშავების უზარმაზარი სისწრაფე და შესაძლებლობები აქვს ადრეულ ნიმუშებთან შედარებით, და ისინი ყოველწლიურად უფრო და უფრო ძლიერი ხდება.
კომპიუტერი რამდენიმენაირი ფიზიკური ფორმით არსებობს. საწყისი კომპიუტერები დიდი ოთახის ზომის იყო და ასეთი კომპიუტერები დღესაც არსებობს სპეციალიზებული სამეცნიერო გამოთვლებისთვის; მათ სუპერკომპიუტერებს უწოდებენ. მცირე კომპიუტერებს პირადი გამოყენებისთვის პერსონალურ კომპიუტერებს უწოდებენ, ხოლო მათ პორტაბელურ ექვივალენტს კი ნოუთბუქ კომპიუტერებს (ან ლეპტოპს პოპულარულ ხმარებაში); ეს კომპიუტერები ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში გვხვდება, როგორც ინფორმაციის დამუშავებისა და კომუნიკაციის საშუალება და, როგორც წესი, არა-ექსპერტთა უმრავლესობა სწორედ მათ უწოდებს „კომპიუტერს“. თუმცა, კომპიუტერის ყველაზე გავრცელებული ფორმა დღეისთვის ე.წ. ჩაშენებული კომპიუტერია — მცირე ზომის კომპიუტერები, რომელთა მიზანი სხვა რაიმე ხელსაწყოს მართვა ან კონტროლია. თვითმფრინავებიდან დაწყებული მოყვარულთა ციფრული ფოტოკამერით დამთავრებული ყველა ამგვარი ხელსაყწო მათში ჩაშენებული კომპიუტერით იმართება.ლინკი

No comments:

Post a Comment